შემოგვიერთდით Facebook-ზე!


Powered By EXEIdeas
Close

search

Загрузка...

2013-06-06

მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი. ავადმყოფობის ისტორია სტუდენტებისათვის.


                                                                                                                                                                                                                                                                               გთავაზობთ ჩემს მიერ დაწერილ ავადმყოფობის ისტორიას პაციენტზე, რომელსაც დაესვა მწვავე ფლეგმონური აპენდიციტის დიაგნოზი.


kuratori: medicinis fakultetis VI kursis studenti
nino jangulaSvili


avadmyofobis istoria



rusudani კ.
Kklinikuri  diagnozi:
1.   ZiriTadi daavadeba: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი
2.   ZiriTadi daavadebis garTulebebi: ლოკალური პერიტონიტი
3.   Tanmxlebi daavadebebi: qronikuli tonziliti


Semosvlis TariRi da dro:  6 მაისი 2013 წელი, 12:15
Ggaweris TariRi da dro: 11 მაისი 2013


PRAEFATIO
avadmyofis saxeli, mamis saxeli, gvari; რუსუდანი კ.
sqesi: მდედრობითი
asaki: 21  წლის
erovneba:  ქართველი
sacxovrebeli adgili da misamarTi:  ქ.თბილისი
profesia: სტუდენტი
ojaxuri mdgomareoba:  დასაოჯახებელი
sakontaqto telefoni,  598 40 43 45
sadazRvevo kompania, ალდაგი ბი სი აი
polisis N 50693778
ავადმყოფი შემოსულია სასწრაფო დახმარების მიერ
klinikaSi Semosvlis TariRi:  6 მაისი 2013 წელი, 12:15.


STATUS PRAESENS  SUBJECTIVUM
ჩივილები შემოსვლისას:  ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.
Anamnesis  morbi:
2013 წლის 5 მაისს დილით იგრძნო ტკივი ეპიგასტრიუმის არეში,
 ასევე აღენიშნებოდა 2-ჯერადი ღებინება კუჭის შიგთავსით, რომელიც არ იძლევოდა შვებას, სისუსტე და თავბრუსხვევა. მიიღო ანალგინის 1 ტაბლეტი, სამედიცინო დახმარებას არ მიმართა. საღამოს სხეულის ტემპერატურა   37,5 o C.  მადა დაუქვეითდა. ღამე ავადმყოფს ცუდად ეძინა, ტკივილები ხან ძლიერდებოდა ხან სუსტდებოდა. 6 ოქტომბერს ავადმყოფმა გაიღვიძა ტკივილისგან, რომელიც ლოკალიზდებოდა ილიოცეკალურ მიდამოში. ტკივილი გახდა უფრო ძლიერი და  მიიღო შეტევითი ხასიათი, ძლიერდებოდა სხეულის მარცხენა მხარეს გადატრიალებისას. მიმართა სასწარაფო დახმარებას. სასწრაფო დახმარების ექიმის დიაგნოზი - მწვავე აპენდიციტი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის შესახებ. რის შემდეგადაც  ავადმყოფი შემოვიდა ჩვენ კლინიკაში 12:15. კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე დიაგნოზი დადასტურებულ იქნა მორიგე ქირურგის მიერ. 13:30 წარიმართა  აპენდექტომია. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს. უჩივის მხოლოდ ტკივილს პოსტოპერაციული ჭრილობის მიდამოში.
Anamnesis  vitae:
საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი.
მავნე ჩვევებს უარყოფს. 10-12 წლის ასაკში გადატანილი აქვს ბავშვთა ინფექციები (წითელა, ყბაყურა).
ალერგია ცხოველის ქერტლზე.
ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, გენეტიკურ დაავადებებს უარყოფს.
ჰემოტრანსფუზია: არა
გინეკოლოგიური ანამნეზი:
მენარქე 12 წლის ასაკში, მენსტრუაცია რეგულარული ხასიათის. ხანგრძლივობა 5 დღე, ზომიერი, უმტკივნეული. virgo. ბოლო მენსტრუაცია 20. 04. 13

Status functionalis:
ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის. ცნობიერება ნათელი.
EXAMEN  OBJECTIVUM
სიმაღლე 167 სმ, ნორმალური აგებულების, ნორმოსთენიული ტიპის.
მდებარეობა აქტიური, ცნობიერება შენარჩუნებული. კანი მკრთალი, ნორმალური ელასტიურობის. მცირე  გამონაყარი შუბლის და ნიკაპის არეში, თმიანობა ნორმალური. კანქვეშა ვენები არ არის გამოხატული.xiluli lorwovani garsebi ჩვეულებრივი შეფერილობის, სველი.
კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განვითარებული საშუალოდ, კანქვეშა ლიმფური კვანძები პალპირდება სათანადო ფოსოებში. ფარისებური ჯირკვალი გადიდებული არ არის. კუნთოვანი ქსოვილი ნორმალურად განვითარებული. ძვალ-სახსროვანი სისტემა ხილული დეფორმაციის გარეშე.
სხეულის ტემპერატურა 37,5o C.

sasunTqi sistema: სუნთქვა ცხვირით თავისუფალი, რითმული, ზერელე. სუნთქვა მუცლის ტიპის, სუნთქვის სიხშირე = 24 წუთში, რითმული. გულმკერდის ფორმა სწორი (ნორმოსთენიული), სიმეტრიული, გულმკერდის ორივე ნაწილი სუნთქვაში მონაწილეობს თანაბრად. ლავიწის და ბეჭის ძვლები სიმეტრიული.
palpacia: 
გულმკერდი ელასტიური, უმტკივნეულო. გულმკერდის ბგერითი რხევა სიმეტრიული, ცვლილებების გარეშე.
ტოპოგრაფიული პerkusia: 

მარჯვენა ფილტვის ქვედა საზღვრები:
     - l. parasternalis: მე-6 ნეკნის ზედა კიდე
     - l. medioclavicularis: მე-6 ნეკნის ქვედა კიდე
     - l. axillaris anterior: მე-7 ნეკნი
     - l. axillaris media: მე-8 ნეკნი
     - l. axillaris posterior: მე-9 ნეკნი
     - l. scapularis: მე-10 ნეკნი
     - l. paravertebralis: გულმკერდის XI მალის წვეტიანი მორჩი
  
 მარცხენა ფილტვის ქვედა საზღვრები:
     - l. axillaris anterior: მე-7 ნეკნი
     - l. axillaris media: მე-9 ნეკნი
     - l. axillaris posterior: მე-9 ნეკნი
     - l. scapularis: მე-10 ნეკნი
     - l. paravertebralis: გულმკერდის XI მალის წვეტიანი მორჩი

    წინიდან  ორივე ფილტვის მწვერვალი მდებარეობს ლავიწის ძვლის  3 სმ-ით ზევით. უკნიდან- კისრის VII მალის დონეზე. 

ორივე ფილტვის ქვემო კიდეთა შლა l.axillaris media ხაზზე = 6 სმ. 
შედარებითიო პერკუსიის დროს ფილტვების მთელ ზედაპირზე აღინიშნება ფილტვის ნათელი ხმიანობა, ერთნაირი გულმკერდის სიმეტრიულ წერტილებში.    

auskultacia: ფილტვების მთელ ზედაპირზე აღინიშნება ვეზიკულური ხმიანობა. დამატებითი პათოლოგიური ხმიანობები არ აღინიშნება.  

gul-sisxlZarRvTa sistema: გულის საპროექციო არე  ცვლილებების გარეშე. საძილე არტერიების პულსაციის მომატება არ აღინიშნება. კისრის ვენების შევსება და პულსაცია არ აღინიშნება.  ეპიგასტრალური პულსაცია არ არის.
palpacia:

მწვერვალის საძგერი პალპირდება V ნეკნთაშუა არეში l.medioclavicularis
1,5 სმ-ით მედიალურად. საშუალო ძალის, რეზისტენტული.

perkusia:   

გულის შედარებითი მოყრუების საზღვრები:
   
     მარჯვენა:  IV ნეკნთაშუა სივრცე - მკერდის ძვლის მარჯვენა კიდე.
                     III ნეკნთაშუა სივრცე-  მკერდის ძვლის მარჯვენა კიდიდან 1.5 სმ-ით გარეთ.
     ზედა:       III ნეკნი  l.sternalis და l.parasternalis შორის.
     მარცხენა: V ნეკნთაშუა სივრცე - l. medioclavicularis sinistra-დან 2 სმ-ით შიგნით.
                     IV ნეკნთაშუა სივრცე - 1.5 სმ-ით შიგნით l.medioclavicularis-დან.
                     III ნეკნთაშუა სივრცე - l.parasternalis

    გულის აბსოლუტური მოყრუების საზღვრები:

    მარჯვენა:  IV ნეკნთაშუა სივრცე - მკერდის ძვლის მარცხენა კიდე.
    ზედა: IV ნეკნის მკერდის ძვალთან მიერთების ადგილას.
    მარცხენა: V ნეკნთაშუა სივრცე- 2 სმ-ით შიგნით გულის შედარებითი მოყრუების       საზღვრიდან.
    სისხლძარღვოვანი კონა არ ცდება მკერდის ძვალს  I და  II ნეკნთაშორის სივრცეებს.  

auskultacia:
გულის ტონები რითმული, ნათელი.  შუილები და პათოლოგიური რითმები არ აღინიშნება.

arteriuli pulsi da misi Tvisebebi:  პულსი სიმეტრიული, სიხშირით 88 დარტყმა/წ-ში, რითმული, საშუალო ავსების და დაძაბულობის. აღინიშნება საფეთქლის, საძილე, ლავიწქვეშა, იღლიის, მხრის, იდაყვის, სხივის, ბარძაყის, მუხლქვეშა არტერიების პულსაცია, მათი კედელი ელასტიურია.

arteriuli sisxlis wneva: 115/60 mmHg

saWmlis momnelebeli sistema:
piris Rru: პირის ღრუს და სასის ლორწოვანი ვარდისფერი, სუფთა. ენა მშრალი. ენის ძირზე აღინიშნება თეთრი ნადები.  კბილები ჯანმრთელი, თეთრი ფერის, აღინიშნება მცირე კარიესული პიგმენტაცია. სასის ნუშურები ოდნავ გადიდებული, ჰიპერემიული.  ღრძილები ცვლილებების გარეშე.
მუცელი სწორი ფორმის, სიმეტრიული, მონაწილეობს სუნთქვის აქტში, მარჯვენა თეძოს მიდამო მხარე ჩამორჩება სუნთქვაში. ვენები არ არის გაფართოებული.
პალპაცია:
ზედაპირული:   მუცელი რბილი, მარჯვენა თეძოს   მიდამო მაკ-ბურნეის და ლანცის წერტილებში მტკივნეული, აღინიშნება ლოკალური კუნთოვანი დეფანსი. 
ღრმა: სიგმოიდური ნაწლავი პალპირდება ქვედა მარცხენა კვადრანტში ელასტიური გლუვი ზედპირის მქონე 1,5 სმ-ის სიგანის, მოძრავი, არა მობუბუყბუყე, უმტკივნეულო ცილინდრის სახით. ბრმა ნაწლავი მარჯვენა ქვედა კვადრანტში პალპირდება  გლუვი ცილინდრული ფორმის ზომიერად ელასტიური, სუსტად მოძრავი, ოდნავ მობუყბუყე ცილინდრის სახით. ამ მიდამოში აღინიშნება ძლიერი მტკივნეულობა.   განივი კოლინჯი არ პალპირდება. კუჭი არ პალპირდება. შოტკინ-ბლუმბერგის, როვზინგის, სიტკოვსკის, ბარტომიე-მიქელსონის და ობრაზცოვის სიმპტომები დადებითი. ანუსის ირგვლივ კანი ცვლილებების გარეშე. ცფინქტერის ტონუსი შენარჩუნებული. აღინიშნება მცირე მტკივნეულობა თითის შეღწევის დროს.
ღვიძლის არ სცილდება ნეკნთა რკალს, ზედაპირი გლუვი, ქვედა კიდე მახვილი, თანაბარი, ელასტიური, უმტკივნეულო. ნაღვლის ბუშტი არ პალპირდება. მერფის, ორტნერის, კურვუაზიეს და ფრენიკუს-სიმპტომი უარყოფითი. კუჭქვეშა ჯირკვალი არ პალპირდება. ელენთა არ პალპირდება.
პერკუსია: აღინიშნება ტიმპანური ხმიანობა.
ღვიძლის ზომები: 10:8:7 . 
ელენთის ზედა საზღვარი მარცხენა შუა აქსილარულ ხაზზე IX ნეკნის დონეზე, ქვედა Xi ნეკნის დონეზე.
fluqtuaciis fnomeni უარყოფითი.
muclis auskultacia: პერისტალტიკა ზომიერი.
კუჭის მოქმედება რეგულარული, განავალი ფორმირებული ლორწოს და სისხლის გარეშე, 2 ჯერ დღეში.

Sardis gamomyofi sistema: ინსპექციისას ბოქვენის მიდამოში და თირკმლების საპროექციო არეში გამობერილობა არ აღინიშნება. პასტერნაცკის სიმპტომი ორივე მხარეს უარყოფითი. ზედაპირული პალპაციისას მტკივნეულობა არ აღინიშნება. ღრმა პალპაციისას თირკმელები არ პალპირდება. შარდსაწვეთის სამპოექციო მიდამო ორივე მხარეს უმტკივნეულო. შარდის გამოყოფა უმტკივნეულო, 4-5-ჯერ დღეში.  მოშარდვისას გამოიყოფა 200 მლ-მდე  ღია ჩალისფერი, ნალექის და პათოლოგიური შენაერთების გარეშე ჩვეულებრივი სუნის მქონე შარდი. სადღეღამისო დიურეზი 1300 მლ-მდე.

nervuli sistema:    ავადმყოფი გარემოს აღიქვამს ადექვატურად, კონცენტრაციის უნარი შენარჩუნებულია, დროში და სივრცეში ერკვევა. ჰალუცინაციებს, უძილობას, აკვიატებულ აზრებს უარყოფს. პათოლოგიური რეფლექსები არ აღინიშნება. ტკივილის, ტემპერატურული, ყნოსვითი და გემოვნებითი მგრძნობელობა შენარჩუნებული. მხედველობა ნორმალური.

winaswari diagnozi:    მწვავე  აპენდიციტი, ლოკალური პერიტონიტი
kuratori:       ნინო ჯანგულაშვილი


paraklinikuri gamokvlevebis gegma:
1)      სისხლის საერთო ანალიზი
2)      შარდის საერთო ანალიზი
3)      სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა
4)      კოაგულოგრამა
5)      სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (გლუკოზა, ბილირუბინი, შარდოვანა, კრეატინინი, საერთო ცილა)
6)      სისხლის ანალიზი აივ, C და B ჰეპატიტზე
7)      ელექტროკარდიოგრამა
8)      მუცლის ღრუს  ექოსკოპია.


Semajamebeli kursusi da gadawyvetileba mkurnalobis taqtikis Sesaxeb:

ანამნეზური და კლინკურ-ლაბორატორიული შედეგების საფუძველზე დაისვა მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი, რაც სასწრაფო ოპერაციული ჩარევის - აპენედქტომიის, პირდაპირი ჩვენებაა.

winasaoperacio epikrizi

1.   Ddaavadebis dinamika: დადებითი
2.    obieqturi monacemebi: ტემპერატურა 37,5 , პულსი 88, არტერიული წნევა 115/60 mmHg, Cor-ტონები-სუფთა,Pulmone-ვეზიკულური სუნთქვა, მუცელი რბილი, დაჭიმული ილიცეკალურ მიდამოში, პალპაციით მტკივნეული ილიოცეკალური არე, ღვიძლი არ სცილდება ნეკნთა რკალს, ელენთა არ ისინჯება.

3.   klinikur-diagnostikuri gamokvlevebis Sedegebi:
1)      სისხლის საერთო ანალიზი:
სახელწოდება
შედეგები (06.10.12)
ნორმა
ჰემოგლობინი
112 г/л
130-175 г/л
ერითროციტები
4,1 ∙ 1012
4 – 5,6 ∙ 1012
ჰემატოკრიტი
42%
40 – 54%
ედსი
18 мм/ч
4 – 12 мм/ч
თრომბოციტები
220 ∙ 109
180 – 350 ∙ 109
ლეიკოციტები
17,1 ∙ 109
4,3 – 9,3 ∙ 109
ჩხირბიართვიანი  ნეიტროფილები
10%
1 – 6 %
სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები
68%
50 – 72 %
ეოზინოფილები
1%
0,5 – 5 %
ბაზოფილები
0,1%
0 – 1%
მონოციტები
2%
3 – 11%
ლიმფოციტები
19%
19 – 37%
დასკვნა: ზომიერი ლეიკოციტოზი ლეიკოციტარული ფორმულის  მარცხნივ გადახრით.         

2)      შარდის საერთო ანალიზი:
ფერი
ღია ჩალისფერი
გამჭვირვალობა
გამჭვირვალე
ხვედრითი წონა
1014
შარდის რეაქცია
მჟავე
ცილა
0,132%
ბრტყელი ეპითელური უჯრედები
2 მხედველობის არეში
ლეიკოციტები
7 მხედველობის არეში
ერითროციტები
არა
გლუკოზა
არა
ნაღვლის მჟავები
არა
ცილინდრები
არა
ნალექი
არა
ბაქტერიები
არა

დასკვნა: ნორმა
3)      სისხლის ჯგუფი A (II) Rh+
4)      კოაგულოგრამა:
პროთრომბინის დრო (PT) -12
 პროთრომბინის ინდექსი (PI) 84%
 INR 1,37       შედეგი: ნორმა

5)      სისხლის ბიოქიმიური ანალიზი:
საერთო ცილა  – 72 გ/ლ
შარდოვანა – 4,3 მმოლი/ლ
კრეატინინი – 88 მმოლი/ლ
ბილირუბინი – 17,0 მმოლი/ლ
      შედეგი: ნორმა

6)      სისხლის ანალიზი აივ, C და B ჰეპატიტზე - უარყოფითი
7)      ელექტროკარდიოგრამა: ნორმა
8)      მუცლის ღრუს  ექოსკოპია:
ღვიძლი: ნორმა
ნაღვლის ბუშტი: ნორმა
ელენთა: ნორმა
თირკმელი: ნორმა.
მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე არ არის.

specialistTa konsultaciebi:  გინეკოლოგის კონსულტაცია. გენიტალიების მხრივ პათოლოგიები გამოვლენილი არ იქნა.

4.   კლინიკური დიაგნოზი: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი.
5.   operaciuli mkurnalobis Cveneba: ავადმყოფის დიაგნოზი არის  ოპერაციის ჩატერების პირდაპირი ჩვენება.
6.   operaciuli mkurnalobis mizani da amocanebi: პათოლოგიურად შეცვლილი აპენდიქსისის ამოკვეთა და პერიტონიტის ლიკვიდაცია.
7.   operaciis gegma: მუცლის ღრუს რევიზია, აპენდიქსის ამოკვეთა, მუცლის ღრუს სანაცია, მუცლის ღრუს დახურვა და დრენაჟის ჩატოვება.
8.   operaciis msvlelobisas mosalodneli teqnikuri sirTuleebi: შეიძლება  დაკავშირებული იყოს 1) აპენდიქსის არასტანდარტულ მდებარეობასთან და მისი მოკვეთის სირთულეებთან; 2) ოპერაციის დროს დაშვებულ ტექნიკუირ შეცდომებთან; 3) მუცლის ღრუში სხვა პათოლოგიის აღმოჩენასთან.
9.   mosalodneli postoperaciuli garTulebebi: პერიტონიტი, ნაკერების გახსნა,   მუცლის ღრუს აბსცესები და ფლეგმონა, ნაწლავური ფისტულა, სისხლდენა,  მწვავე პოსტოპერაციული გაუვალობა, ჭრილობისმიერი გართულებები ( დაჩირქება, ევენტერაცია, სერომა, ინფილტრატი, ლიგატურული ფისტულა).
10.  postoperaciuli garTulebebis prevencia:
1)      სისტემური ბრძოლა ჰოსპიტალურ ინფექციებთან;
2)   პაციენტი პრე- და პოსტოპერაციული ვადების შემცირება;
3)    პაციენტის მომზადება არასპეციფიური და სპეციფიური წინაღმდეგუნარიანობის გაწევაში, ალიმენტარული სტატუსი;
4)   ორგანიზმში ინფექციის მყაროს გამოვლენა;
5)   ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიღება როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგ;
6)   ხარისხიანი საკერავი მასალა;
7)   ქირურგის პროფესიონალიზმი;
8)   ადრეული დიაგნოსტიკა და სრული გამოკვლევა;
9)   დროული გამოვლენა და ქირურგიული სანაცია, ადექვატური თერაპიული მკურნალობა;
10) ქირურგის მონაწილეობა პოსტოპერაციული მკურნალობაში;
11)  პოსტოპერაციული რეაქციების დროული კუპირება;
12) ოპერაციული მოქმედებების და პოსტოპერაციული კლინიკის მართვის ერთიანი სქემები ( შეხვევები, დიეტა, აკტივიზაცია);


pacientis werilobiTi informirebuli Tanxmoba qirurgiul Carevaze

1.   qirurgiuli Carevis arsisa da saWiroebis Sesaxeb
2.   operaciis mosalodneli Sedegebis da pacientis janmrTelobisa da sicocxlisaTvis am operaciasTan dakavSirebuli riskis Sesaxeb
3.   mkurnalobis sxva alternatiuli variantebis (Tuki aseTi iqneba), maTi Tanmxlebi riskisa da SesaZlo efeqturobis Sesaxeb
4.   operaciul mkurnalobaze uaris Tqmis mosalodneli Sedegebis Sesaxeb
5.   finansuri da socialuri sakiTxebis Sesaxeb

pacients pasuxi gaeca yvela saintereso SekiTxvaze.

eqimi (kuratori)  ნინო ჯანგულაშვილი



pacienti Tanaxmaa SeTavazebul qirurgiul mkurnalobaze, rasac adasturebs sakuTari xelis moweriT

--------------------------------------------     

           pacientis naTesavis, kanonieri warmomadgenlis  ----------------------------------
     xelis mowera ------------------------------ (Tu pacienti kontaqtSi ver Sedis)  

                                                 TariRi -----------------------------.      


Ooperaciis  protokoli  N 230
1.      operaciis dasaxeleba: აპენდექტომია
2.      gautkivarebis saxeoba: ინტრავენური ნარკოზი
3.      operaciis dawyebis TariRi, dro: 06.05.2013 , 13:30
4.      operaciis dasrulebis TariRi, dro: 06.05.2013, 13:53
5.      operaciis xangrZlivoba: 23 წუთი


operaciis aRwera:

1.   pacientis mdebareoba saoperacio magidaze: ზურგზე წოლით;
2.   saoperacio aris damuSaveba: ბეტადინის ხსნარით
3.   saoperacio midgoma: მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის ირიბი განაკვეთი
4.   operaciisas gamovlenili paTologiuri cvlilebebis aRwera: მკვრივი, ჰიპერემიული, ფიბრინული ნადებით, დაძაბული, 15 სმ სიგრძის აპენდიქსი.
5.   intraoperaciuli diagnozi: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი
6.   operaciis msvlelobis TanmimdevrobiTi aRwera:
ინტრავენური ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის განაკვეთით შრეობრივად გაიხსნა მუცლის ღრუ. ჭრილობაში ამოტალია ბრმა ნაწლავის ტერმინალური ნაწილი ჭიაყელა ნაწლავთან ერთად, რომელიც შეშუპებულია, ჰიპერემიული, დაძაბული, ფიბრინის ნადებებით , 15 სმ სიგრძის. მოხდა აპენიქსის ჯორჯლის გამოყოფა და მოკვეთა. ჰემოსტაზის კონტროლი: მშრალი. განხორციელდა აპენდექტომია,  ტაკვი დამუშავდა და დაიდო ქისისებრი და Z-სებრი ნაკერები. მცირე მენჯის რევიზიისას აღმოჩენილი იქნა 10-20 მლ მღვრიე სითხე, რომელიც აღებულ იქნა ბაქტერიული დათესვისათვის და ამოიშრო.  ჩატარდა მარჯვენა თეძოს ფოსოს სანაცია. მცირე მენჯში ჩატოვებულ იქნა დრენაჟი. მუცლის ღრუს შრეობრივად დაიხურა. პოსტოპერაციული ჭრილობა  დამუშავედა იოდის ხსნარით  და დაიდო ასპირაციული ნახვევი.
პრეპარატი გაგზავნილ იქნა პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში. 


daniSnuleba:
1)      წოლითი რეჟიმი: - 24სთ, შემდეგ - სტაციონარული,
2)      დიეტა:  პირველი 24სთ - შიმშილი, შემდეგ - მაგიდა №1,
3)      ტკივილი კუპირება:
მიოტროპული სპაზმოლიტიკები: Sol. Papaverini hydrochloridi 2% 2 ml, 2 ჯერ დღეში, ი/მ
არანარკოტიკული ანალგეტიკები: Sol. Analgini 50% 2 ml ან  Sol. Baralgini 5 ml, ი/მ

4)ანტიბაქტერიული თერაპია: Sol. Gentamicini 0,08 * 2 ჯერ დღეში ი/მ
5)მადესენსიბილირებელი პრეპარატები: Sol. Dimedroli 1% 1 ml, ი/მ.

gaweris epikrizi:
პაციენტ კლიმიაშვილ რუსუდანს, დაბადებულს 1993 წლის 17 ნოემბერს 19 წლისას ჩაუტარდა მკურნალობა ქ. თბილისის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ცხოვრობს ქ.თბილისში, პროფესიით სტუდენტი, საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელი.  ავადმყოფი კლინიკაში შემოვიდა 06.10.12 და გაეწერა 11.10.12. შემოსვლისას ავადმყოფის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. დაესვა დიაგნოზი: მწვავე ფლეგმონური აპენდიციტი, ლიკალური პერიტონიტი, ქრონიკული ტონზილიტი. პაციენტს გადატანილი აქვს ბავშვთა დაავადებები ( წითელა, ყბაყურა).  დაავადება დაეწყო შემოსვლამდე ერთი დღით ადრე  ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში, რომელმაც შემდეგ გადაინაცვლა მარჯვენა თეძოს ფოსოში. მოიმატა სხეულის ტემპერატურამ და ტკივილის ინტენსიურობამ, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება და შემოვიდა ჩვენ კლინიკაში სადაც ჩაუტარდა შემდეგი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები:
1) სისხლის საერთო ანალიზი
2) შარდის საერთო ანალიზი
3)      სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა
4)      კოაგულოგრამა
5)      სისხლის ბიოქიმიური ანალიზი (გლუკოზა, ბილირუბინი, შარდოვანა, კრეატინინი, საერთო ცილა)
6)      სისხლის ანალიზი აივ, C და B ჰეპატიტზე
7)      ელექტროკარდიოგრამა
8)      მუცლის ღრუს  ექოსკოპია.
სპეციალისტთა კონსულტაციები:
1)      გინეკოლოგის კონსულტაცია.
ჩაუტარდა სასწაფო გადაუდებელი აპენდექტომია მაკ-ბურნეი-ვოლკოვიჩის ირიბი განაკვეთით, მარჯვენა თეძოს ფოსოს  სანაცია დრენაჟის ჩატოოვებით მცირე მენჯის ღრუში, რომელიც ამოღებულ იქნა ოპერაციიდან მე-3 დღეზე. ოპერაციის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სტაციონარიდან გაწერისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. პაციენტი გაეწერა სტაციონარიდან შემდეგი რეკომენდაციებით: ქირურგის მეთვალყურეობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საავადმყოფოს ფურცელი 3 კვირის ვადით, ფიზიკური დატვირტვების შეზღუდვა.

  mkurnali eqimi (kuratori) nino jangulaSvili
             TariRi  11.05.13

დიფერენციალური დიაგნოზი



მწვავე აპენდიციტი
კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია
ეპიგასტრიუმის მიდამოში უეცარი ძლიერი ტკივილების გაჩენა; მუცლის წინა კედლის დაფისებური დაჭიმვა; თავისუფალი აირის გაჩენა მუცლის ღრუში (ღვიძლის მოყრუების გაქრობა); სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში.
ტკივილი თავდაპირველად ჩნდება ეპიგასტრიუმში, შემდეგ გადაინაცვლებს ილიოცეკალურ მიდამოში; მატულობს სხეულის ტემპერატურა;
მწვავე ქოლეცისტიტი
ტკივილი ლოკალიზდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ირადიიაციით მარჯვენა მხარში, ბეჭში; მრავლობითი ნაღვლოვანი ღებინება, რომელიც არ იძლევა შვებას; პალპაციისას მტკივნეულობა, კუნთების დაჭიმულობა და შოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი  მარჯვენა ფერდქვეშა არეში; სხეულის ტემპერატურა აღწევს უფრო მაღალ ციფრებს, ვიდრე მწვავე აპენდიციტის დროს.
ერთჯერადი  ღებინება კუჭის შიგთავსით;
მწვავე პანკრეატიტი
მრავლობითი ღებინება; ინტენსიური ტკივილები, კუნთთა დეფანსი  ეპიგასტრიუმის არეში; მუცლის შებერილობა; სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში. მარცხენა  ნეკნ-ხერხემლის კუთხეზე დაჭერისას მტკივნეულობა;  შარდში და სისხლში დიასტაზის დონი ს ზრდა.
პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები ილიოცეკალურ არეში, კუნთთა დეფანსი.
კრონის დაავადება და მეკელის დივერტიკულის ანთება
დიფერენცირება ხდება ოპერაციის მსვლელობისას.

მაწლავთა მწვავე გაუვალობა
დიფერენცირება საჭიროა, თუ გამოწვეულია წვრილი ნაწლავის ინვაგინაციით ბრმა ნაწლავში.
მოვლითი ტკივილები, ლოკალურად არ არის კუნთების დეფანსი ; პალპაციისას შესაძლებელია ინვაგინატის პალპირება;  მუცლის შებერილობა; აირების და განავლის გამოყოფის შეწყდომა; ტიმპანიტი ;

მწვავე ადნექსიტი
ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში ირადიაციით გავაში ან შორისის მიდამოში; ანამნეზიდან მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები; არ არის კუნთთა დეფანსი; პათოლოგიური გამონადენი საშოდან; მტკივნეულობა ტრანსვაგინალური და რექტალური გასინჯვისას.


საშვილოსნოს გარე ორსულობის შეწყვეტა
მენსტრუაციის დაგვიანება ან ბოლო მენსტრუაციის ხასიათის შეცვლა;  სისხლიანი გამონადენი საშოდან; უეცრად ძლიერი ტკივილის გაჩენა მუცლის ქვემო ნაწილში ირადიაციით შორისის მიდამოში, სწორ ნაწლავში; გულისრევა და ღებინება; სინკოპე. კუნთების დეფანსი არ არის; საშოს, სწორი თაღის, სწორი ნაწლავის კედლის ჩამოწევა

საკვერცხის აპოპლექსია
საშვილოსნოს გარე ორსულობის შეწყვეტის მსგავლი კლინიკა; საშოს თაღის პუნქციისას ვიღებთ მცირედშეცვლილი სისხლი.

თირკმლის კენჭოვანი დაავადება
ტკივილები წელის მიდამოში ირადიაციით გარეთა სასქესო ორგანოებში და ბარძაყისშიგნითა-წინა ნაწილში; ხშირი შარდვა პასტერნაცკის დადებითი სიმპტომი; კუნთტა დეფანსი არ არის ან სუსტია;

მეზენტერიალური ლიმფადენიტი
პალპაციისას მტკივნეულობა წვრილი ნაწლავის ჯორჯლის გაყოლებაზე.